Tuesday 12 July 2011




from Ratatui.me

ყაბაყის ბლინები


2-3 საშუალო ზომის ქორფა ყაბაყი
2 კვერცხი
კამა
3ს.კ ფქვილი (ძალიან სავსე არა)
ნიორი, მარილი, პილპილი
თუ ყაბაყი ქორფა არ არის, გაფცქვენით და თესლები ამოუღეთ, თუ ქორფაა-კანიანადვე გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ დაჭრილი კამა, პილპილი და ნიორი, მოასხით მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. ჩაამატეთ ფქვილი. ბოლოს დაამატეთ მარილი, რათა ყაბაყს ბევრი სითხე არ გამოუვიდეს. ეს მასა კარგად აურიეთ და კოვზით დაასხით სასურველ ზომაზე წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან. ძალიან გემრიელი და მსუბუქია, შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.
ყაბაყის მომზადების მეორე მეთოდიც არსებობს: გახეხილ ყაბაყს დააყარეთ ცოტა მარილი და აცალეთ სანამ წვენს გაუშვებს, შემდეგ გადაწურეთ და დანარჩენი ისე როგორც რეცეპტშია.

პილპილის გარეშე თუ მოამზადებთ, ვფიქრობ ბავშვებსაც მოეწონებათ

Sunday 3 July 2011




Asparagus Artichoke Salad

Thick asparagus spears are easier than thin to roast or grill without becoming too dry or over-cooked.
INGREDIENTS
• 1 large shallot, sliced thin (can sub a few thin slices of red onion or some chopped spring onion)
• 2-3 Tbsp lemon juice
• 2 pounds thick asparagus, rinsed, tough ends broken off and discarded (or saved for stock)
• 2 Tbsp olive oil, divided
• Salt
• 1 teaspoon garlic powder
• 1 pint grape or cherry tomatoes, sliced in half
• 1 15-ounce jar of good quality marinated artichoke hearts, quartered or cut in half (depending on the size of the artichokes)
METHOD
1 Soak the sliced shallots in the lemon juice as you get ready to make the rest of the salad.
2a To roast the asparagus, preheat the oven to 400°F. Coat the asparagus spears with 1 Tbsp of olive oil, and salt them well. Lay in a single layer in a foil-lined roasting pan, and cook for 8-10 minutes until lightly browned and fork tender.
2b To grill the asparagus, prepare your charcoal or gas grill for high direct heat. Coat the asparagus with 1 Tbsp of olive oil and sprinkle with salt. Grill them until nicely charred and fork tender, between 5 to 10 minutes.
Remove the asparagus from the oven or grill and cut into bite-sized pieces.
3 Put the asparagus and all the remaining ingredients into a large bowl and mix to combine. Add as much of the marinating liquid from the jarred artichokes as you like. Serve chilled or at room temperature.
Serve 6-8 as a side dish.
Simply Recipes http://simplyrecipes.com



ვაშლის ღვეზელი

• 200 გრ. კარაქი
• 1 ½ ჭ. შაქარი
• 2 კვერცხი
• 3 დ.ლ. ხორბლის ფქვილი
• 1 ჭ. დაფქვილი ქოქოსი
• 1 ჩ.კ. ვანილას ექსტრაქტი
• 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი (leivinjauhetta)
• ½ ჩ.კ. კარდამონი
• ½ ჭ. რძე
• 4 ვაშლი

1. ააქაფე შაქარი და კარაქი. დაუმატე თითო-თითო კვერცხი და ათქვიფე მაღალ ბრუნზე.
2. შეურიე მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს და დაუმატე რძე.
3. მასა გაშალე საცხობის ძირზე და გვერდებზე. (ცოტა შეგიძლიათ გადაინახოთ ბოლო ეტაპისთვის)
4. წვრილად დაჭრილი ვაშლი დალაგეთ მასაზე.
5. მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი.
6. გამოაცხვეთ 200 გრ, დაბალ საფეხურზე, 25-30 წ განმავლობაში




200 g voita, 1½ dl sokeria, 2 kananmunaa, 3 dl vehnäjauhoja, 1 dl kookoshiutaleita, 1 tl vaniljasokeria, 1 tl leivinjauhetta, ½ tl kardemummaa, ½ dl maitoa, 4 omenaa.
1. Vaahdota pehmeä voi ja sokeri vaahdoksi. Lisää kananmunat yksitellen voimakkaasti vatkaten joukkoon.
2. Sekoita kuivat aineet keskenään ja lisää maidon kanssa vuorotellen joukkoon.
3. Levitä massaa piirakkavuoan pohjalle ja reunoille. Halutessaan voi pienen osan massasta säästää ja pursottaa lopuksi piirakan päälle.
4. Pilko omenat ja ripottele ne pohjan päälle.
5. Ripota päälle hieman kanelia ja sokeria. Paista uunin alatasolla +200 asteessa noin 25- 30 minuuttia.


from ratatiu.me

ლაზანია

500 გრ. ფარში მოვხრაკოთ ხახვში და ნიორში;
1 კგ წვრილად დაჭრილი პომიდორი, 1,25 ლ წყალი და 1 ჩ.კ. ტომატ-პასტა შევურიოთ და 15 წთ ვადუღოთ;

ცალკე მზადდება ე.წ. თეთრი სოუსი: 1 სუფრის კოვზი კარაქი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე და დნობის პროცესში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი (პიურეს მასის მიღებამდე); დავუმატით 300 მლ რძე და 200 მლ წყალი; ადუღებამდე მივიყვანოთ და დავუმატოთ ჩაის კოვზის წვერით მარილი და მუსკატი; ადუღების შემდეგ 135 გრ Gauda ყველი (გახეხილი ან ნაჭრები) ავურიოთ გადნობამდე.

წინასწარ ვაცხელებთ ღუმელს 180-200 გრ.-ზე;

სპეციალურ ფორმაში ფენა-ფენა იწყობა:
ფარში
ლაზანიას ფირფიტები (1 ფენად)
ფარში
სოუსი
ფირფიტები
ფარში
სოუსი
ფირფიტები
დარჩენილი სოუსი
და ბოლოს 170 გრ Gauda ყველი
შევდგამთ ღუმელში 45 წთ განმავლობაში. მიირთვით ცხლად :)


From vinoge.com

ორაგული კვერცხიანი სოუსით
გამოქვეყნებულია: 30 ივნისი, 2011 - 11:18

საჭირო მასალა: 600-800 გ ორაგულის ფილე, 50 გ კარაქი, ცოტა ლიმონის წვენი, 2-3 ცალი გახეხილი სტაფილო, 1-2 ცალი კვერცხი, 250 მლ ნაღები, 1 კონა კამა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში მოვშუშოთ გახეხილი სტაფილო. ნახევრად რომ მოიშუშება, დავამატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ორაგული, დავაწუროთ ცოტა ლიმონის წვენი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. გავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ ნაღები, მარილი და კიდევ ცოტა ხანი ვთქვიფოთ, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი კამა, დავასხათ თევზს და კიდევ ვშუშოთ 4-5 წუთი.
© ღვინის კლუბი/Weekend


from vinoge.com

ორაგულის მობრაწულა
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2011 - 15:00

საჭირო მასალა:500 გ. ორაგული, 3 ს.კ. მაიონეზი, 0,5 ჭიქა ნაღები, 200 გ. გახეხილი ყველი, 1 კონა ისპანახი, 2 ცალი ახალი ან დაკონსერვებული პომიდორი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი, როზმარინი – გემოვნებით.
მომზადება:თევზი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ისპანახი დავმდუღროთ და დავჭრათ. ნაღები, მაიონეზი და სანელებლები ავურიოთ ყველთან ერთად. ფორმას წავუსვათ ზეთი, ზედ მოვათავსოთ ისპანახი, პომიდვრის ნაჭრები, თევზი და მოვასხათ მაიონეზისა და ნაღების ნაზავი. თევზის ნაჭრები სოუსმა არ უნდა დაფაროს. ფორმა შევდგათ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ თევზი არ მომზადდება და ზემოდან არ მოიბრაწება.
© ღვინის კლუბი/Weekend



from vinoge.com

კარტოფილის მობრაწულა
გამოქვეყნებულია: 25 ოქტომბერი, 2010 - 13:51

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 500 გ. საქონლის ხორცის ფარში, 1 კგ. კარტოფილი, 300 მლ. 22%-იანი ნაღები, 100 გ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი.
მოზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად და ზეთში ნახევრად მოვშუშოთ, დავუმატოთ ფარში. როდესაც ფარში მოიშუშება, შევანელოთ მარილითა და პილპილით. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ ძალიან თხლად. ფორმას წავუსვათ ცხიმი და ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ კარტოფილის 1/3 ნაწილი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ცოტა ნაღები და ზედ დავაყაროთ ფარშის ნახევარი, მეორე ფენა ასევე გავიმეოროთ, ოღონდ ნაღებს ავურიოთ არაჟანი, ბოლოს კვლავ კარტოფილი დავაწყოთ, დავაყაროთ მარილი, თანაბრად მოვასხათ ცოტა ნაღები და შევდგათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე შესაწვავად (ელ.ღუმელი ზედა/ქვედა 150 - 1 სთ + 175 - 20 წთ). თუ ზედა ფენა დროზე ადრე შეიწვება, გადავაფაროთ ფოლგა და ისე გავაგრძელოთ შეწვა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



from vinoge.com

ლოჰიკეიტო – ორაგულის წვნიანი ფინურად
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2010 - 16:11

900 გ. ორაგულის ფილე
6 ც. კარტოფილი
1 ლ. წყალი
250 გ. ნაღები
2 ც. ხახვი
1 შეკვრა კამა
1 ჩ.კ. მარილი
პილპილი

დაჭერით ორაგული და კარტოფილი დაახლ. 2 სმ. კუბებად, ასევე ხახვი, ძალიან წვრილად. ხახვი მოშუშეთ ზეთში, შემდეგ ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი, მარილი, პილპილი, წამოადუღეთ და დატოვეთ დახურული საშუალო ცეცხლზე, დაახლ. 10 წუთით. ჩაყარეთ ორაგული და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ცალკე ჯამში ჩაასხით ნაღები და დაამატეთ 100 მლ. სუფი, კარგად აურიეთ და ნელნელა ჩაუმატეთ სუფში. ბოლოს ჩაყარეთ დაკეპილი კამა და ცხლად გაიტანეთ სუფრასთან

© hirondelle

რ ა ტ ა ტ უ ი: აკროშკა

რ ა ტ ა ტ უ ი: აკროშკა: "აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტა..."




from ratatui.me

აკროშკა
აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტად ბურახი ითვლება, თუმცა, დღეს მას ამზადებენ კეფირით, არაჟნით, ნატურალური იოგურტით და ლუდითაც კი.


მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მეტ-ნაკლები სხვაობებით. მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვარიანტს, სადაც ძირითადი ინგრედიენტები (კარტოფილი, კვერცხი, კიტრი) შენარჩუნებულია.

✔ 200 გრ არაჟანი
✔ 600-700 მლ გადადუღებული გრილი წყალი
✔ 2-3 საშუალო კარტოფილი
✔ 2 კვერცხი
✔ 2 საშუალო კიტრი
✔ 200 გრ მოხარშული ხორცი( ან კარგი ხარისხის ძეხვი, ლორი, სოსისი)
✔ კამა, მწვანე ხახვი
✔ მარილი, პილპილი

კვერცხი და კარტოფილი კარგად მოხარშეთ და გააგრილეთ.
წყალში კარგად გახსენით არაჟანი, ჩაამატეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი და მწვანილი, შეაზავეთ მარილით, პილპილით.

კარგად გააცივეთ მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით.
აი, ასეთი მარტივია ამ სუპის მომზადება.

მე ლორი გამოვიყენე ხორცის ნაცვლად.
ზოგიერთ რეცეპტში იყენებენ ქორფა ბოლოკსაც, თხელ რგოლებად დაჭრილს. თუ გსურთ, შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ. ასევე სოკოც. ხორცი ქათმისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
---

აკროშკის სხვა რეცეპტი: http://www.ratatui.me/2010/06/blog-post_26.html