Tuesday, 12 July 2011
from Ratatui.me
ყაბაყის ბლინები
2-3 საშუალო ზომის ქორფა ყაბაყი
2 კვერცხი
კამა
3ს.კ ფქვილი (ძალიან სავსე არა)
ნიორი, მარილი, პილპილი
თუ ყაბაყი ქორფა არ არის, გაფცქვენით და თესლები ამოუღეთ, თუ ქორფაა-კანიანადვე გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ დაჭრილი კამა, პილპილი და ნიორი, მოასხით მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. ჩაამატეთ ფქვილი. ბოლოს დაამატეთ მარილი, რათა ყაბაყს ბევრი სითხე არ გამოუვიდეს. ეს მასა კარგად აურიეთ და კოვზით დაასხით სასურველ ზომაზე წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან. ძალიან გემრიელი და მსუბუქია, შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.
ყაბაყის მომზადების მეორე მეთოდიც არსებობს: გახეხილ ყაბაყს დააყარეთ ცოტა მარილი და აცალეთ სანამ წვენს გაუშვებს, შემდეგ გადაწურეთ და დანარჩენი ისე როგორც რეცეპტშია.
პილპილის გარეშე თუ მოამზადებთ, ვფიქრობ ბავშვებსაც მოეწონებათ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment