Sunday, 3 July 2011



From vinoge.com

ორაგული კვერცხიანი სოუსით
გამოქვეყნებულია: 30 ივნისი, 2011 - 11:18

საჭირო მასალა: 600-800 გ ორაგულის ფილე, 50 გ კარაქი, ცოტა ლიმონის წვენი, 2-3 ცალი გახეხილი სტაფილო, 1-2 ცალი კვერცხი, 250 მლ ნაღები, 1 კონა კამა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში მოვშუშოთ გახეხილი სტაფილო. ნახევრად რომ მოიშუშება, დავამატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ორაგული, დავაწუროთ ცოტა ლიმონის წვენი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. გავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ ნაღები, მარილი და კიდევ ცოტა ხანი ვთქვიფოთ, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი კამა, დავასხათ თევზს და კიდევ ვშუშოთ 4-5 წუთი.
© ღვინის კლუბი/Weekend

No comments: