Sunday, 3 July 2011
from vinoge.com
კარტოფილის მობრაწულა
გამოქვეყნებულია: 25 ოქტომბერი, 2010 - 13:51
საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 500 გ. საქონლის ხორცის ფარში, 1 კგ. კარტოფილი, 300 მლ. 22%-იანი ნაღები, 100 გ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი.
მოზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად და ზეთში ნახევრად მოვშუშოთ, დავუმატოთ ფარში. როდესაც ფარში მოიშუშება, შევანელოთ მარილითა და პილპილით. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ ძალიან თხლად. ფორმას წავუსვათ ცხიმი და ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ კარტოფილის 1/3 ნაწილი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ცოტა ნაღები და ზედ დავაყაროთ ფარშის ნახევარი, მეორე ფენა ასევე გავიმეოროთ, ოღონდ ნაღებს ავურიოთ არაჟანი, ბოლოს კვლავ კარტოფილი დავაწყოთ, დავაყაროთ მარილი, თანაბრად მოვასხათ ცოტა ნაღები და შევდგათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე შესაწვავად (ელ.ღუმელი ზედა/ქვედა 150 - 1 სთ + 175 - 20 წთ). თუ ზედა ფენა დროზე ადრე შეიწვება, გადავაფაროთ ფოლგა და ისე გავაგრძელოთ შეწვა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment