Sunday 3 July 2011



from ratatiu.me

ლაზანია

500 გრ. ფარში მოვხრაკოთ ხახვში და ნიორში;
1 კგ წვრილად დაჭრილი პომიდორი, 1,25 ლ წყალი და 1 ჩ.კ. ტომატ-პასტა შევურიოთ და 15 წთ ვადუღოთ;

ცალკე მზადდება ე.წ. თეთრი სოუსი: 1 სუფრის კოვზი კარაქი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე და დნობის პროცესში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი (პიურეს მასის მიღებამდე); დავუმატით 300 მლ რძე და 200 მლ წყალი; ადუღებამდე მივიყვანოთ და დავუმატოთ ჩაის კოვზის წვერით მარილი და მუსკატი; ადუღების შემდეგ 135 გრ Gauda ყველი (გახეხილი ან ნაჭრები) ავურიოთ გადნობამდე.

წინასწარ ვაცხელებთ ღუმელს 180-200 გრ.-ზე;

სპეციალურ ფორმაში ფენა-ფენა იწყობა:
ფარში
ლაზანიას ფირფიტები (1 ფენად)
ფარში
სოუსი
ფირფიტები
ფარში
სოუსი
ფირფიტები
დარჩენილი სოუსი
და ბოლოს 170 გრ Gauda ყველი
შევდგამთ ღუმელში 45 წთ განმავლობაში. მიირთვით ცხლად :)

No comments: