Sunday 3 July 2011




from vinoge.com

ლოჰიკეიტო – ორაგულის წვნიანი ფინურად
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2010 - 16:11

900 გ. ორაგულის ფილე
6 ც. კარტოფილი
1 ლ. წყალი
250 გ. ნაღები
2 ც. ხახვი
1 შეკვრა კამა
1 ჩ.კ. მარილი
პილპილი

დაჭერით ორაგული და კარტოფილი დაახლ. 2 სმ. კუბებად, ასევე ხახვი, ძალიან წვრილად. ხახვი მოშუშეთ ზეთში, შემდეგ ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი, მარილი, პილპილი, წამოადუღეთ და დატოვეთ დახურული საშუალო ცეცხლზე, დაახლ. 10 წუთით. ჩაყარეთ ორაგული და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ცალკე ჯამში ჩაასხით ნაღები და დაამატეთ 100 მლ. სუფი, კარგად აურიეთ და ნელნელა ჩაუმატეთ სუფში. ბოლოს ჩაყარეთ დაკეპილი კამა და ცხლად გაიტანეთ სუფრასთან

© hirondelle

No comments: