Sunday 3 July 2011



from vinoge.com

ორაგულის მობრაწულა
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2011 - 15:00

საჭირო მასალა:500 გ. ორაგული, 3 ს.კ. მაიონეზი, 0,5 ჭიქა ნაღები, 200 გ. გახეხილი ყველი, 1 კონა ისპანახი, 2 ცალი ახალი ან დაკონსერვებული პომიდორი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი, როზმარინი – გემოვნებით.
მომზადება:თევზი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ისპანახი დავმდუღროთ და დავჭრათ. ნაღები, მაიონეზი და სანელებლები ავურიოთ ყველთან ერთად. ფორმას წავუსვათ ზეთი, ზედ მოვათავსოთ ისპანახი, პომიდვრის ნაჭრები, თევზი და მოვასხათ მაიონეზისა და ნაღების ნაზავი. თევზის ნაჭრები სოუსმა არ უნდა დაფაროს. ფორმა შევდგათ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ თევზი არ მომზადდება და ზემოდან არ მოიბრაწება.
© ღვინის კლუბი/Weekend

No comments: